Skip to content
BinekhiBinekhi
  • ჩვენ შესახებ
  • მეღვინეობა
  • პროდუქტები
  • კონტაქტი
    • Eng Eng
    • ქართ ქართ
  • 0

მეღვინეობა ბინეხი

ბინეხის ისტორია 1990 წლებიდან იწყება. ბინეხი, როგორც ბრენდი, არის ანარეკლი მისი დამფუძნებლებისა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ქართული მეღვინეობის ათასწლოვან კულტურას. კომპანია კონცენტრირებულია მაღალი ხარისხის წითელი და ქარვისფერი ღვინის წარმოებაზე. ბინეხის ღვინოებს აქვთ გამორჩეული არომატის პროფილი და ხასიათი. 

ქართული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან ბინეხი ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ბოთლს აწარმოებს.

ექსპერიმენტაცია და ქართული მემკვიდრეობითი ტრადიციების შერწყმა თანამედროვე ევროპულ მეთოდებთან ბინეხის ღვინოს გამოცდილებისა და ცოდნის კულმინაციად აქცევს, სადაც ოსტატობა და მეცნიერება ერთად მუშაობს.

ბაჩანა ხალვაში

მეღვინე

“ექსპერიმენტაცია და ქართული მემკვიდრეობითი ტრადიციების შერწყმა თანამედროვე ევროპულ მეთოდებთან აქცევს ბინეხის თითოეულ ღვინოს გამოცდილებისა და ცოდნის კულმინაციად, სადაც ოსტატობა და მეცნიერება ერთად მუშაობს”

ბაჩანა ხალვაში მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია, ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითი გამოცდილებით. ღვინის კულტურისადმი დიდმა სიყვარულმა მის მეღვინედ ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დღეს ბაჩანა ჩვენს კომპანიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, მეღვინე, რომელმაც იცის არა მარტო ვაზის მოსმენა, არამედ თავის ახალგაზრდა გუნდის წევრებისაც. როგორც ყველა ხელოვანი, ბაჩანა ინოვატორია და შედეგები რომლებსაც მუდმივად გვიზიარებს ახალ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

ხედვა და ღირებულებები

ჩვენთვის პროფესიონალიზმი ნიშნავს, ტრადიციისა და თანამედროვეობის გააზრებულ სინთეზს. ჩვენი სურვილია არა უბრალოდ შევქმნათ მაღალი ხარისხის ღვინო, არამედ ვუპასუხოთ ეკოლოგიურ თუ კლიმატურ გამოწვევებს, რითიც გაჯერებულია დღევანდელი სამყარო.

გუნდის თითოეული წევრი არის კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ წევრს ეძლევა პროფესიული განვითარების, კრეატივის რეალიზების საშუალება და უქმნის მათ საერთო საქმის კეთების განცდას.

 

გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ ჩვენი სიახლეები.


    კომპანია
    ჩვენ შესახებ
    მეღვინეობა
    პროდუქტები
    კონტაქტი
    დახმარება
    კლიენტების მომსახურება
    გადაზიდვის ინფორმაცია
    წესები
    გამოყენებიის წესები
    კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    გამოგვყევით
    Instagram
    Facebook
    Copyright 2025 ©
    • ჩვენ შესახებ
    • მეღვინეობა
    • პროდუქტები
    • კონტაქტი
      • Eng Eng
      • ქართ ქართ

    შესვლა

    დაგავიწყდათ პაროლი?