ბინეხის ისტორია 1990 წლებიდან იწყება. ბინეხი, როგორც ბრენდი, არის ანარეკლი მისი დამფუძნებლებისა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ქართული მეღვინეობის ათასწლოვან კულტურას. კომპანია კონცენტრირებულია მაღალი ხარისხის წითელი და ქარვისფერი ღვინის წარმოებაზე. ბინეხის ღვინოებს აქვთ გამორჩეული არომატის პროფილი და ხასიათი. ყოველწლიურად ბინეხი აწარმოებს დაახლოებით 300 000 ბოთლს, რომელიც მზადდება ქართული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან.