მეღვინეობა და ტექნოლოგია
ჩვენი ღვინოები იქმნება ტრადიციული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის, კერძოდ კახური, ქართლის და იმერული მეთოდების ჩვენეული ვარიაციებით, ყველაფერი ეს ხორციელდება კლასიკური ევროპული გამოცდილების პარალელურად. ჩვენი ვენახების მდებარეობა კახეთისა და სამეგრელოს უნიკალურ მიკროზონებში, კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა გამორჩეული, ავთენტური ღვინოების შესაქმნელად. ბინეხის წარმოება რაოდენობრივად შეზღუდულია, მაგრამ პროდუქციის მრავალფეროვნების მხრივ ძალიან მდიდარი.
პროცესი (რთველიდან ბოთლამდე)
საგაზაფხულო სამუშაოები
წლის დაწყებასთან ერთად იწყება დროის ათვლა ახალი მოსავლისათვის მზადებაში. ჩვენთვის ყველა მომდევნო რთველი, წინა წლების უწყვეტ გამოცდილებას ეფუძნება. სხვლა-ფორმირება და ნიადაგის დამუშავება ერთმანეთთან არის კავშირში, რადგან ჩვენი მიზანია ბალანსის შენარჩუნება მცენარის მოხმარებასა და ნიადაგის რესურსს შორის. ასევე მნიშვნელოვანია ნიდაგში სასიცოცხლო პროცესების ხელშეწყობა და ამით მომავალი თაობებისათვის ნიადაგის ნაყოფიერების მდგრადობის უზრუნველყოფა.
ვაზზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია დაავადებების კონტროლი. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, მხოლოდ ძვირადღირებული პრეპარატების გამოყენება და მითუმეტეს არ ვიყენებთ ქიმიის შესაძლებლობებს ბოროტად, არამედ ყველა ეტაპზე ვცდილობთ ხელით შრომის ხარჯზე დაავადებების რისკის შემცირებას. მაღალხარისხოვანი ღვინის დაყენების მეთოდების ჩვენეული თანმიმდევრობა გულისხმობს, ხელით შესრულებული სამუშაოების ჩატარებას. ჩვენი ვენახები წვეთოვანი მორწყვის სისტემითაა აღჭურვილი, მაგრამ წყლის მიწოდება ამ გზით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, ვაზისათვის უკიდურესი დეფიციტის და სტრესის თავიდან აცილების მიზნით.
ვენახის მოვლა (ზაფხული)
რთველი (შემოდგომა)
ჩვენი ვენახების მოვლის მთელი ციკლი მიზანმიმართულად მაღალი ხარისხის ყურძნის მიღებაზეა ორიენტირებული, რისი დაგვირგვინებაც რთველის დროულად ჩატარებაა. ჩვენი მიზანია რაოდენობრივ მაჩვენებელთან კომპრომისის გარეშე იდეალური სიმწიფის მიღწევა. ხელით კრეფა და ფაქიზი ტრანსპორტირება უზრუნველყოფს ხარისხის შენარჩუნებას.
გადამუშავებამდე მარანში ხდება მოსავლის წინასწარი ხელით გადარჩევა. კლერტგაცლა ხდება უახლესი ტექნოლოგიის მაღალხარისხიანი დანადგარით, რაც გვაძლევს დაუზიანებლად და სრულყოფილად ამ ოპერაციის შესრულების საშუალებას. დურდოს გადამუშავების სტადიაზე არ გამოიყენება ტუმბოები, რაც მინიმალური მექანიკური დაზიანების გამო მომავალი ღვინის დახვეწილობას განაპირობებს.
მაქსიმალურად სუფთა პროდუქტი-ესაა ჩვენი უმთავსრესი მიზანი. ყოველი ვაზის ჯიშური განსაკუთრებულობა, კონცეფციის შესატყვისი სიმწიფის ჭრილი, დუღილის ტემპერატურის კონტროლი, „ჩაძირული ქუდის“ და კიდევ სხვამრავალი ხერხის კომბინირებით ვახერხებთ, ჩვენთვის ოპტიმალური ფენოლური პროფილის ჩამოყალიბებას.
ფერმენტაცია
ღვინის ჩამოსხმა
ჩვენი ღვინოების დავარგების პროცესი მიმდინარეობს, ოპტიმალური ხანგრძლივობის თანმიმდევრული შეფასებით, ინდივიდუალურად შერჩეული გამოწვის კასრებში. ჩამოსხმის შემდეგ კი პერიოდული დეგუსტაციებისა და სასურველი საგემოვნო სიმწიფის მიღწევისას, ღვინოებს საბოლოოდ ეცნობიან ჩვენი მომხმარებლები.
განსაკუთრებულია ჩვენი მიდგომა მუხასთან. ჩვენი ღვინის მუხასთან ურთიერთობის წახნაგს, განსაზღვრავს როგორც პროდუქტის საერთო კონცეფცია, ისე მისი მახასიათებლებებიც.
ხარისხი და ხელობა
მეღვინეობის საუკეთესო მემკვიდრეობა, რომელიც 8000 წელს ითვლის, ვრცელდება ბინეხის თითოეულ ბოთლზე. დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და თანმიმდევრულობის წყალობით, ჩვენ ვქმინთ გამორჩეული ხარისხის ღვინოებს, რომლებიც ასახევენ რეგიონების მდიდარ მემკვიდრეობას და აჭარბებენ ყველაზე მაღალ მოლოდინებსაც კი.